ონის მერის თქმით, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 14 პირია იდენტიფიცირებული
ონის მერის სერგო ხიდიშელის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 14 პირია იდენტიფიცირებული. მისივე თქმით, 16 მოქალაქე ჯერ კიდევ იძებნება.

"18 მოქალაქე არის გარდაცვლილი, აქედან 14 იდენტიფიცირებულია, ჯერ კიდევ იძებნება 16 მოქალაქე. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებები, ყველა სამინისტრო არის ჩართული და მინდა, ამისთვის მათ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა.

80 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკაა ჩართული სტიქიის ზონაში და შვიდ ძირითად ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც შესაძლოა დაღუპულები ყოფილიყვნენ. ასევე, სხვა ტერიტორიებზეც მიმდინარეობს ძებნა",
- განაცხადა ხიდიშელმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან. 

წყარო: formula.ge
Print ელ. ფოსტა
თეგები: Şovi
FaceBook Twitter Google