შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან კურტულმუშს შეხვდა.

პაპუაშვიმა თურქ კოლეგას თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

ნუმან კურტულმუშთან შალვა პაპუაშვილმა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ვისაუბრეთ ორ პარლამენტს შორის კავშირებზე და შევთანხმდით თავმჯდომარეების, კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ხაზი გაუსვეს ამ მხრივ საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსმასახური ავრცელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google