მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი ორი ავტობუსიდან ერთი გაფუჭდა

მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი ორი ავტობუსიდან ერთი გაფუჭდა.

დაახლოებით ორიი კვირაა, რაც აღნიშნულ მარშრუტს მხოლოდ ერთი ტრანსპორტი ემსახურება. ავტობუსის გაფუჭებამ პრობლემა შეუქმნა სტუდენტებს, რომლებიც თვილისიდან სახლამდე ჩასვლას ძალიან რთულად ახერხებენ.

რადიო მარნეული ინფორმაციის გასარკვევად მარნეულის ავტოპარკის ხელმძღვანელს, გიგა ჯალაღონიას დაუკავშირდა. როგორც მან, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი ორი ავტობუსიდან ერთი გაფუჭდა და აღდგენას აღარ ექვემდებარება. სიტუაცია კი მას შემდეგ შეიცვლება, რაც მუნიციპალიტეტი ახალ ტრანსპორტს შეიძენს და ერთს წითელი ხიდის მიმართულებით გაუშვებენ.

"ავტობუსების ჩამოყვანას ველოდებით, ერთს წითელი ხიდის მიმართულებით გავუშვებთ. ტენდერს მერია აცხადებს და ვადებზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამიტომ, ვერ გეტყვით როდის გავუშვებთ." თქვა გიგა ჯალაღონიამ.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, უკვე შეძენილი აქვთ ოთხი ერთეული ავტობუსი, რომლის ჩამოყვანაც და მარშრუტებზე განაწილებას უახლოეს მომავალში იგეგმება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google