მსოფლიოს ძლიერი და სუსტი პასპორტები - რომელ ადგილზეა საქართველო
Henley Passport Index-მა 2024 წლის ყველაზე ძლიერი და სუსტი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა.

მიმდინარე წელს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, სინგაპურის და ესპანეთის მოქალაქეებს შეუძლიათ 194 მიმართულებაზე უვიზო წვდომით ისარგებლონ. ეს არის ყველაზე მაღალი რიცხვი მას შემდეგ, რაც 19 წლის წინ, Henley Passport Index-მა გლობალური მოგზაურობის თავისუფლებების მონიტორინგი დაიწყო.

მეორე პოზიციაზე იმყოფება შემდეგ ქვეყნები: ფინეთი, შვედეთი, სამხრეთ კორეა 193 თავისუფალი მიმართულებით, ხოლო მესამე ადგილს დანია, ირლანდია, ჰოლანდია და ავსტრია ინაწილებენ 192 მიმართულებით.

Henley & Partners-ის აღმასრულებელი დირექტორის, კრისტიან კელინის თქმით, მიმართულებების საშუალო რაოდენობა, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ მოხვედრა, 2006 წლის შემდეგ, 2024 წელს თითქმის გაორმაგდება.

რაც შეეხება ყველაზე სუსტ პასპორტებს, რეიტინგის ბოლო ხუთეული ასე გამოიყურება: იემენი - მე-100 ადგილი 35 მიმართულებით, პაკისტანი - 101-ე ადგილი 34 მიმართულებით, ერაყი - 102-ე ადგილი 31 მიმართულებით, სირია - 103-ე ადგილი 29 მიმართულებით და ავღანეთი - 104-ე ადგილი 28 მიმართულებით.

საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 50-ე ადგილს იკავებს. ქართველებს უვიზო მოგზაურობა 121 ქვეყნის მიმართულებით შეუძლიათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები