წერეთლის სკოლაში ელექტროენერგიის პრობლემა გუბერნატორის ჩამოსლის შემდეგ მოგვარდა
სოფელ წერეთლის საჯარო სკოლას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ელექტროენერგიის პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც ქვემო ქართლის ახლადდანიშნული გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი სოფელ წერეთლის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრა 4 აგვისტოს გაიმართა, ერთ-ერთ პრობლემად კი კიდეპუტატმა, რომან ტაბატაძემ ელექტროენერგია დაასახელა და თქვა, რომ სკოლაში ელექტროენერგიის გარეშე  სწავლის დაწყება ფაქტობრივად შეუძლებელია. 



როგორც ჩენთან საუბარში სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა მაჭარაშვილმა განაცხადა, სასწავლო დაწესებულება "მილენიუმის"  პროექტის ფარგლებში გარემონტდა. ელექტროენერგიის გაყვანა რამდენიემე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა პრობლემა დღეს მოგვარდა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები