უკვე მესამე წელია, რაც მარნეულის N1 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს
სხვა სკოლაში ხვდება.
სკოლის დირექტორის, ქეთევან მერაბიშვილის თქმით, რთულია ყოველწლიურად
სხვა სკოლა გიფარებდეს, თუმცა საკუთარი სკოლის ქონის იმედია ახლა უფრო
დიდია. როგორც თავად ამბობს, სკოლის მშენებლობა დაწყებულია და
ხელშეკრულებით, თებერვლის თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა ინვენტარით
მოწყობა ზუსტად არ იცის როდის დასრულდება. წელს N1 საჯარო სკოლამ 6
პირველკლასელი მიიღო, მოსწავლეებს მეორე ცვლაში უწევთ სიარული.
მერაბიშვილის თქმით, სკოლაში ბევრი სიახლე აქვთ.
„წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ
ყველანი, როგორც პეადაგოგები, ასევე მოსწავლეები ერთობლივად
შევუდგებით მუშაობას და, რა თქმა უნდა, წარმატებას მივაღწევთ“- ამბობს
ქეთი მერაბიშვილი
N1 საჯარო სკოლას წლებია მარნეულის N8 საჯარო სკოლა იფარებს. N1
საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი დაახლოებით 5-ჯერ ჩაიშალა,
თუმცა რამდენიმე თვეა, ერთ-ერთმა კომპანიამ გაიმარჯვა. სავარაუდოდ
2019-2020 სასწავლო წელს პირველი საჯარო სკოლა ახალ შენობაში
შეხვდება.
რადიო "მარნეული"
X