404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/19/b7756cb2c13cf8c8fd32a7f27242f69c.jpg" not exists.

ნავერიანი არჩევნების შედეგებზე - "მოკლე პერიოდში ძნელი იყო ხალხის მობილიზება და გამოყვანა "
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი აცხადებს, რომ მეორე ტურში საბრძოლველად მზად არიან და დიდ იმედებს ამყარებენ. რაც შეეხება გუშინდელ შედეგებს, ამბობს, რომ უკეთეს მაჩვენებელს ელოდა.

„ჩვენ სკუთარი კანდიდატი არ გვყავდა და შესაძლოა ამანაც განაპირობა, მაგრამ მეორე ტურისთვის მზად ვართ. მარნეული არის დიდი რაიონი. სადაც არის მარნეულის ნახევარი ამომრჩეველი, იქ უფრო კარგად ხდება ხალხის აგიტაცია და მობილიზაცია, მე ამას სხვას ვერაფერს დავაბრალებდი. მარნეული არის 100 000- იან ამომრჩევლიანი რაიონი, ამ შემთხვევაში უფრო ძნელი იყო ხალხის მობილიზება და გამოყვანა. აგიტაციაც უფრო გვიან დავიწყეთ. 50 000- იან ამომრჩეველში, ცხადია, მობილიზება უფრო ადვილიია და უფრო კონტაქტია ხალხთან. ვერ მოვასწარით დაუშვათ ყველაფრის თქმა, თუმცა აწი ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და გულახდილად გეუბნებით, რომ მეორე ტურის იმედი გვაქვს.“

საქართველოს მასშტაბით საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, მარნეულში 90 უბნიდან 16 884 ხმა სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 13 796 გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

3 705 უბნის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 37,74% დააგროვა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები