კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, ხოლო 630 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გასულ ხუთშაბათს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 52 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 8 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 5 ათასამდე ადამიანია ჩართული.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები