მაროკოელმა ქალმა შეყვარებული მოკლა და მისგან საჭმელი მოამზადა

პროკურატურის განცხადებით, გაერთიანებულ არაბეთში მაროკოელმა ქალმა შეყვარებული მოკლა და მოკლულისგან მომზადებული საჭმელი პაკისტანელ მუშებს აჭამა
- წერს „BBC“.

მომხდარის შესახებ სამი თვის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მის ბლენდერში ადამიანის კბილი იპოვეს. მკვლელმა დანაშაული აღიარა და ის „შეშლილობად“ შეაფასა - წერს გაზეთი The National reports.

30 წლის ქალი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ცნობილია, რომ წყვილს 7 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. შეყვარებულმა მკვლელობა მას შემდეგ ჩაიდინა, როდესაც მამაკაცმა ცოლად სხვა ქალის მოყვანის შესახებ აცნობა.

პოლიციის განცხადებით, მკვლელმა მოკლულისგან ტრადიციული კერძი მოამზადა ბრინჯითა და ხორცით, რომელიც ახლოს მომუშავე პაკისტანელ მუშებს მიართვა.

მოკლულის ძმა ქალის სახლში ძმის საძებრად მივიდა და სამზარეულოს დათვალიერებისას ბლენდერში ადამიანის კბილი შეამჩნია. მკვლელობის შესახებ სწორედ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ნაპოვნი კბილის დეენემის ანალიზმა აჩვენა, რომ კბილი ქალის შეყვარებულს ეკუთვნოდა.

თუმცა, პოლიციის ცნობით, თავდაპირველად ქალმა ძმას უთხრა, რომ შეყვარებული სახლიდან გააგდო. დაკითხვის დროს კი ჩადენილი მკვლელობა აღიარა.

მკვლელობის აღიარების პირველ ვერსიაში ქალი სახლის გარეთ მკვლელობაზე საუბრობდა, მოგვიანებით კი აღიარა, რომ ეს სახლში მოხდა და საკუთარი მეგობრის დახმარებით მკვლელობის ადგილი კვალისგან გაასუფთავა.
ამჟამად, ბრალდებული ქალი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმებას გადის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები