პოროშენკო მხარს უჭერს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნისა და მათი დაკავების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას უკრაინაში საომარო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ . ამის თაობაზე ცნობილი გახდა საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც 25 ნოემბერს, ღამით გაიმართა. თუმცა, აღნიშნულს პარლამენტის მხარდაჭერაც სჭირდება.

“მე გადავწყვიტე, დავეთანხმო სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას, რომ საომარი მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს ქვეყანაში რუსეთის სპეციალური ძალების თავდასხმის შემდეგ უკრაინულ გემებზე ქერჩის სრუტესთან ახლოს”, – ციტირებს პრეზიდენტს უკრაინული სააგენტო “უნიანი”.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება. უმაღლესი რადას სხდომა აღნიშნულთან დაკავშრებით დღეს, 26 ნოემბერს, კიევის დროით 16:00–ზე უნდა დაიწყოს.

პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობა არ ნიშნავს ომის გამოცხადებას, თუმცა ეს ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები