იაპონიაში ხალხმრავალ რესტორანში აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაშავდა

ქალაქ საპოროში ერთ-ერთ ხალხმრავალ რესტორანში აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაშავდა.

მომხდარის შედეგად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა. ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

წყარო: რუსთავი 2

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google