რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია
თურქეთი მიიჩნევს, რომ ტერორისტული დაჯგუფება
„ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო კუთხით სირიაში
დამარცხებულია.
ამის
შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაზეთ The New York
Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ ანკარა მზად არის სირიაში სიტუაციის
ნორმალიზების გეგმა წარადგინოს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ
ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანაზე სწორია.
„ეს დეტალურად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სათანადო
პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა აშშ-ს, საერთაშორისო
თანამეგობრობის და სირიელი ხალხის ინტერესები იყოს დაცული. თურქეთი
ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ ამოცანის შესრულების ძალა და
განწყობა აქვს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ანკარა განწყობილია დაამარცხოს „ისლამური სახელმწიფო“
და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები სირიაში.