ქალაქ შახტში დაღუპულთა რაოდენობა 4 კაცამდე გაიზარდა
რუსეთის როსტოვის რეგიონში, ერთ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გუშინ წინ წარმოქმნილი აფეთქების დროს დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ქალაქ შახტის 9-სართულიანი შენობის ნანგრევებში საძიებო და სამაშველო სამუშაოების დროს კიდევ სამი კაცის გვამს მიაგნეს.

აფეთქების შედეგად 4 ბინა ჩამოიქცა და პირველ დღეს მხოლოდ 1 კაცი იყო დაღუპული.

როგორც ცნობილია იმავე რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში შემავალ ქალაქ მაგნიტოგორსკში 31 დეკემბერს, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას 39 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: www.trt.net.tr/georgian/
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები