ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 305 ადამიანი.

ამის შესახებ მინას-ჟერაის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო 37 დაღუპულზე და 280 უგზო-უკვლოდ დაკარგულზე.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მაშველებმა ავტობუსი აღმოაჩინეს.

მინას-ჟერაის შტატში კაშხლის გარღვევა გასულ პარასკევს მოხდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print