სირიაში 8 წლის განმავლობაში 336 ქიმიური თავდასხმა მოხდა
ამ თავდასხმების 98%-ი ასადის რეჟიმმა განახორციელა.
ბერლინის გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის მხრიდან გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სირიაში 8 წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, სულ მცირე 336 ქიმიური თავდასხმა მოხდა და მათგან 98%-ი ასადის რეჟიმმა განახორციელა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული ამ ანგარიშის თანახმად, ასადის რეჟიმის მიერ ორგანიზებული ქიმიური თავდასხმების რაოდენობა, საყოველთაოდ ცნობილზე საგრძნობლად მაღალია და მის თანახმად, 2011 წლიდან დღემდე, სირიაში სულ მცირე 336 ქიმიური თავდასხმა მოხდა რა, მათგან 98%-ი სწორედ ასადის რეჟიმმა, ხოლო დანარჩენი 6 ქიმიური თავდასხმა კი DEAŞ-მა განახორციელა და ამ თავდასხმების უმეტესობა 2013 წელს მოხდა.

წყარო: trt.net.tr/georgian
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google