ბოლივიაში ავტოკატასტროფის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა
ბოლივიაში ავტოკატასტროფის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. ავარია ბოლივიის ქალაქ პოტოსის მახლობლად, ტბასთან, ავტომაგისტრალზე ღამით მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო ავტობუსი გზის პირას მდგარ სატვირთო მანქანას დაეჯახა, რომელსაც მაშუქები არ ჰქონდა ანთებული.

გარდაცვლილთა შორის შვიდი წლის გოგონაა. ავტობუსში სულ 44 მგზავრი იმყოფებოდა.

ბოლივიის მაღალმთიან რაიონებში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. ოფიციალური მონაცემებით, ბოლივიაში ყოველწლიურად ავარიების შედეგად საშუალოდ ათასი ადამიანი იღუპება.


წყარო: 1ტვ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები