16-17 ოქტომბრის ღამეს, სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის
შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 26 „კამიკაძე-დრონი“
გაანადგურეს, აღმოსავლეთში კი - 3 ფრთოსანი რაკეტა,
- ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების
სარდლობა ავრცელებს.
„17 ოქტომბერს, 03.30-დან 06.50 საათამდე, სამხრეთის
საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 15 დრონი ჩამოაგდეს: 6 -
ოდესის ოლქის თავზე და 9 - მიკოლაივის ოლქის თავზე. ზოგადად, 16-17
ოქტომბრის ღამეს, სამხრეთის მიმართულებით 26 ერთეული Shahed-136
განადგურდა“, - აცხადებენ საჰაერო ძალების სარდლობაში.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთის მიმართულებით
კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით
თავდასხმა განახორციელეს.
„საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა სამი რაკეტა
გაანადგურეს“, - აცხადებენ სარდლობაში.