უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი,
სოციალური ქსელებით ავრცელებს რუსეთის ავიაციის დანაკარგების შესახებ
მონაცემებს და დასძენს, რომ „ეს ომი რუსეთს გაანადგურებს“.
ზალუჟნის განცხადებით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინის დამცველებმა
ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა
დაკარგა ავღანეთში, ათწლიანი ომის განმავლობაში.
„სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს
ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა
ავღანეთში,
ომის 10 წლის განმავლობაში. 278 რუსული თვითმფრინავი
განადგურებულია უკრაინაში, ავღანეთში – კი 118 საბჭოთა თვითმფრინავი“,
– წერს ვალერი ზალუჟნი პირად სოციალურ ქსელებში.
ზალუჟნი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან ომი რუსეთისთვის ისევე
სამარცხვინოა, როგორც ომი ავღანეთში.