უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად 107 მებრძოლი დაიბრუნა, რომელთაგან
74,
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის
განცხადებით, „აზოვსტალის მცველია“. ერმაკის თქმით, გათავისუფლებული
ტყვეებიდან ბევრი მძიმედაა დაჭრილი:
„ჩვენ შევძელით მარიუპოლში მძიმედ დაჭრილი მებრძოლების დაბრუნება.
ბიჭებს ჭრილობები აქვთ კიდურებზე, რამდენიმე მათგანს კი კიდურები აქვთ
მოკვეთილი, ზოგს დამწვრობა აღენიშნება. რამდენიმე მათგანი სახის
ნახევარს ვერ გრძნობს“, – წერს ერმაკი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს
თქმით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე
რუსული ტყვეობიდან უკრაინამ 1 000 მოქალაქეზე მეტი დაიბრუნა. ტყვეების
წინა გაცვლის დროს, რომელიც 29 ოქტომბერს შედგა, უკრაინამ 52 მებრძოლი
დაიბრუნა.