თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აღრის პროვინციაში, სამგზავრო
ავტობუსისა და ორი სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად შემთხვევის
ადგილზე 7 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა,
- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
„ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. 7
მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, 18 დაშავდა, მათგან 2 მძიმე
მდგომარეობაშია“, - აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები.
მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. მომხდართან დაკავშირებით
გამოძიება მიმდინარეობს.