აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი 14
ნოემბერს ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვედრას
გამართავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი
რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე ისაუბრებენ.
„ლიდერები განიხილავენ ძალისხმევას აშშ-ის და ჩინეთს შორის
კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების, გაღრმავების მიზნით, კონკურენციის
პასუხისმგებლობით მართვას და ერთად მუშაობას
იქ, სადაც ჩვენი
ინტერესები ერთმანეთს შეესაბამება, განსაკუთრებით ტრანსნაციონალურ
გამოწვევებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთაშორისო საზოგადოებაზე“,
– განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, კარინ
ჟან-პიერმა.