მოლდოვის პოლიცია აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან ახლოს რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
მოლდოვის პოლიციის განცხადებით, ბრიჩენის რეგიონში, უკრაინის საზღვართან ახლოს, რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ მოლდოვის სახელმწიფო საინფორმაციო პორტალ Prima Sursa-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ცოტა ხნის წინ, ქალაქ ბრიჩენის მახლობლად, ხეხილის ბაღში, რაკეტა აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი ობიექტი სასაზღვრო პოლიციის პატრულმა აღმოაჩინა, რომელმაც დღევანდელი რუსული დაბომბვის გამო, ყურადღება გაამახვილა“, - ნათქვამია მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, სასაზღვრო პოლიციამ პატრულირება
გააძლიერა და ყურადღების დონე გაზარდა მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც მოლდოვის შსს განმარტავს, ამ წუთებში ის ტერიტორია, სადაც რაკეტა აღმოაჩინეს, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის მიერაა შემოსაზღვრული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები