ვიტალი კიმი - რუსულმა ძალებმა უკრაინას 60-მდე რაკეტა ესროლეს
უკრაინის საჰაერო სივრცისკენ მიმავალი 60-მდე რუსული რაკეტა დაფიქსირდა, - ამის შესახებ მიკოლაივის გუბერნატორი, ვიტალი კიმი „ტელეგრამზე“ წერს.

მისივე ინფორმაციით, რაკეტების ნაწილი ჩრდილოეთ უკრაინის თავზეა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა მინიმუმ, 50+ ჩამოაგდებს",
- წერს კიმი.

ამასთან, ჟიტომირის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბუნეჩკომ მოსახლეობა
მოსალოდნელი მასიური სარაკეტო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, ხარკოვში, ჟიტომირში, ვინიცაში, ჩერნიგოვში, მიკოლაივსა და კიროვოგრადში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები