მედიის ცნობით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი, ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მასში ჩართულია 25 000-ზე მეტი მაშველი, ასობით სპეცტექნიკა და ათასობით სამშენებლო აღჭურვილობა.

თურქეთს ასევე დახმარებას უწევს 65 ქვეყანა. 14 მათგანიდან კატასტროფის ზონაში უკვე ჩავიდა 3 300-მდე მაშველი. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით,
ნანგრევებში მოყოლილი 8 000-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

სტიქიამ სულ მცირე 5 775 შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ამ ეტაპზე თავშესაფარშია გადაყვანილი 380 500-მდე დაზარალებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა