ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა
რიცხვმა 33 181-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრმა განაცხადა, რომ
თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 29 605-მდე გაიზარდა.
სირიაში კი დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 576-ს, მათ შორის 2
168 ადამიანი დაიღუპა მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებში ,
სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის "თეთრი ჩაფხუტების"
თანახმად, 1 408
სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილებში დაიღუპა. ამასთან
აღინიშნება, რომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა სირიაში, სავარაუდოდ
გაცილებით მეტი იქნება.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა.