საბერძნეთში სამგზავრო მატარებელი სატვირთოს შეეჯახა, რასაც 32
ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი ათეულებს აღწევს.
BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ ღამეს, მაშინ მოხდა, როცა
სამგზავრო მატარებელი სალონიკიდან ათენის მიმართულებით მიდიოდა.
მატარებლით 350-მდე ადამიანი მგზავრობდა.
სამაშველო სამსახურები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ
და ავარიიდან 5 საათის შემდეგაც
კი პოულობდნენ დაღუპულთა
ცხედრებს.
როგორც თვითმხილველები იხსენებენ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ
ვერაფრის გააზრება ვერ მოახერხეს, ვაგონები რელსებიდან გადავარდა და
ხანძარი გაჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.