თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48
000-ს მიაღწია,
-ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა
განაცხადა.
"დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი
ადამიანი. დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა", -
აღნიშნა ერდოღანმა.
მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თურქეთს დახმარება
აღმოუჩინეს.
„ასობით ქვეყანამ გამოგვიგზავნა დახმარება, გამოგვიგზავნა
მაშველები. ძალიან მადლობელი ვარ მათი", - ხაზგასმით
აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა
მოხდა. მიწისძვრების სიმძლავრე 7.7 და 7.6 მაგნიტუდა იყო.