ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად მინიმუმ
9 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან
საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია
გრძელდება. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე გადარჩენილ
მოქალაქეებს შორის სამი ბავშვია.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე
სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ქალაქ დნეპრის დაბომბვას
ახალგაზრდა
ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული
ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის
საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Х-101 და Х-101
ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი
ჩამოაგდეს.