თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
HaberTurk-ის ინფორმაციით, ხმების 9,1%-ის დათვლის შედეგად ხმების
59,47%-ით ლიდერობს ერდოღანი, ხოლო მის ოპოზიციონერ კონკურენტს ქემალ
ქილიჩდაროღლუს 34,79% აქვს.
შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მედიით
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებაზე შეზღუდვა მოხსნა.