კრემლი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის
მოსკოვში შეხვედრა პროდუქტიული
იქნება, - ამის შესახებ რუსეთის
პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ალიევსა და ფაშინიანს ვლადიმერ პუტინი
უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რუსეთის დედაქალაქში აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი
პირების შეხვედრა ხვალ, 25 მაისს გაიმართება.