აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული
შტატები მოელის, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს კვირებში
დასრულდება.
”ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს შეიძლება ასე იყოს და ასეც უნდა
იყოს, ველით, რომ ასე იქნება”, - აღნიშნა ბლინკენმა შვედეთის
პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ
პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, "მიზანშეწონილია", რომ ნატო-ს თითოეულმა წევრმა გამოთქვას
თავისი აზრი ალიანსში ახალი წევრების
გაწევრიანებაზე.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ფინეთი და
შვედეთი აიძულა, უარი ეთქვათ ნეიტრალიტეტზე და ნატო-ში გაწევრიანების
განაცხადი შეეტანათ. ფინეთი 4 აპრილს ნატოს 31-ე წევრი ოფიციალურად
გახდა.