მარნეულელი ძიუდოისტი კოტე კაპანაძე პრაღის ევროპის თასის
გამარჯვებულია. ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ფეისბუქ
გვერდზე ავრცელებს.
"7
3 კგ წონით კატეგორიაში, მარნეულელმა ძიუდოისტმა კოტე
კაპანაძემ ფინალურ შეხვედრაში, გერმანიის წარმომადგენელი ფილიპ
დრექსლერი დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. საქართველოს ღირსებას
აღნიშნულ ტურნირზე, 37 ვაჟი და 6 გოგონა ძიუდოისტი იცავს. მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერია კოტეს ულოცავს მიღწეულ წარმატებას!“ -
წერს მარნეულის მუნიციპალიტეტი
პრაღამ ახალგაზრდებს შორის ევროპის თასს 3-4 ივნისს
უმასპინძლა.
გარეკანის ფოტო:
იპონი
• Ippon