მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი
ჩამოვარდა,
- ამის შესახებ გამოცემა Baza იუწყება.
გამოცემის ცნობით, ერთი დრონი დილით სოფელ ლუკინოსთან ცაში
აფეთქდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
გარდა ამისა, კიდევ ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა მოსკოვის
ოლქის ნარო-ფომინსკის რაიონში, სამხედრო ნაწილის მახლობლად.
„წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ
არის“, - წერს Baza.