ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათზე პარიზის მეხუთე ოლქში
აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ გაზეთი Liberation-ი და
პარიზის პოლიცია იუწყება.
სულ მცირე ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
სენტ-ჟაკზე აფეთქებულ შენობაში ამერიკული აკადემია, მოდის და
არქიტექტურის სკოლაა განთავსებული.