ვაგნერის შეიარაღებული მანქანების კოლონა M4 მაგისტრალზე გამოჩნდა,
რომელიც ვორონეჟსა და მოსკოვს ლიპეცკის რეგიონის გავლით აკავშირებს, -
ამის შესახებ BBC იუწყება.
გამოცემის ცნობით,
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობას სახლში
დარჩენისკენ და მგზავრობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.
ლიპეცკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ რეგიონში
საზოგადოებრივი ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია.