აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 2
დაიჭრა.
CNN-ის ცნობით, დაშავებულები 2 და 13 წლის ბავშვები არიან.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით
დაკავებულია ორი ადამიანი : მთავარი ეჭვმიტანილი და
პირი, რომელმაც,
სავარაუდოდ, საპასუხო ცეცხლი გახსნა. გამომძიებლებმა ჯერჯერობით არ
იციან, რა გახდა სროლის მიზეზი.
CNN-ის ინფორმაციით, წელს აშშ-ში სულ მცირე 339 მასობრივი სროლა
მოხდა.