ახალ მოსკოვში, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი დრონი
მწყობრიდან გამოიყვანეს,
კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს, -
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, სამი დრონი მოსკოვის
მიმართულებით სხვადასხვა დროს მიემართებოდა. რადიოელექტრონული ბრძოლის
საშუალებებით ორი მათგანი ჩაახშეს ახალ მოსკოვში, ერთი - კალუგას
ოლქში", - განაცხადა
წყარომ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე
მოწმდება ინფორმაცია მოსკოვის ოლქში, კუბინკას ტერიტორიაზე ერთი
უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ.