ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კერძო
სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი,
ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში აღარ იმყოფება და სანქტ-პეტერბურგში
დაბრუნდა.
მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ მებრძოლების
ადგილსამყოფელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ლუკაშენკომ
განაცხადა:
„ეს რუსული კომპანიაა. ასე რომ, კითხვა აშკარად მე არ
მეკუთვნის. როგორც ვიცი, მებრძოლები თავიანთ ბანაკებში იმყოფებიან.
რაც შეეხება პრიგოჟინს, ის სანკტ-პეტერბურგშია. სად არის დღეს დილით?
შესაძლოა, დილით მოსკოვში წავიდა“, - განაცხადა
ლუკაშენკომ.