შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს ათასობით ჩამორთმეულ ირანულ
იარაღსა და საბრძოლო მასალას. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იტყობინება
ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ამან შეიძლება შეამსუბუქოს იარაღის უკმარისობა, რომელსაც აწყდებიან
ხოლმე უკრაინის ჯარები შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან
დამატებითი სახსრებისა და აღჭურვილობის მოლოდინში.
ტელეარხის წყაროების ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ამ
გადაწყვეტილების გამოცხადებას ამ კვირაში გეგმავს.
გაურკვეველია, იურიდიულად როგორ გაფორმდება იარაღის გადაცემა,
ვინაიდან გაერო მოითხოვს ხელში ჩაგდებული იარაღის განადგურებას ან
საწყობებში შენახვას.
CNN-ის მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა
ფიქრობს,
როგორ უნდა გადაეცეს უკრაინას იარაღი, რომელიც CENTCOM-ის
ობიექტებში ინახება მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.