ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა. აფეთქების ზუსტი
მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აფეთქება
უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სარდაფში მოხდა, რომელშიც სარემონტო
სამუშაოები მიმდინარეობდა.
წინასწარი ცნობით დაშავებულია 3 ადამიანი. ადგილზე მუშაობს პოლიცია და
სახანძრო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.