სომხეთის დღის წესრიგში ამ დროისთვის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი
არ დგას,
– ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ
მირზოიანმა არგენტინის ტელევიზია Todos Noticias-თან ინტერვიუში
განაცხადა.
„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ნატო-სთან, მონაწილეობას
ვიღებთ სამშვიდობო ოპერაციებში. ვიყავით ავღანეთში, ახლახან გავზარდეთ
ჩვენი სამშვიდობოების რაოდენობა კოსოვოში. გვაქვს თანამშრომლობის
ფორმატი. თუ კანდიდატობაზე ან ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებაზეა
საუბარი, არა, ეს საკითხი ამჟამად სომხეთის დღის წესრიგში არ
დგას“, – განაცხადა მირზოიანმა.
ამასთან, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა
ევროკავშირთან თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთის
მოქალაქეებს, სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები.