პენტაგონი - ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობა განვითარებას განაგრძობს და ჩრდილოეთ კორეა რუსეთს დახმარებას უწევს.

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება კვლავ იზრდება.

კითხვაზე, თუ რა სახის იარაღს იღებს რუსეთი, სინგმა უპასუხა, რომ საუბარია სხვადასხვა იარაღის მიწოდებაზე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს პარტნიორებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რათა გააგრძელოს მხარდაჭერის მიღება უკრაინის წინააღმდეგ მისი ომისთვის. თქვენ იცით, ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები