კრიმინალი
პოლიციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ათამდე სავაჭრო ობიექტის გაქურდვის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 3 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 3 პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა და ქუთაისში ათამდე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა ლ.ჯ.-მ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ორმა პირმა -2000 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ და 2003 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 21 იანვარს ქალაქ ბორჯომში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომში ჩადენილი დანაშაულის გარდა, არასრულწლოვანმა მ.ჯ.-მ, თანმხლებ პირებთან ერთად, ქუთაისში 6 სავაჭრო ობიექტი გაქურდა. ისინი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთებს და ფულს იპარავდნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილს ტოვებდნენ.

პოლიციამ სამივე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 იანვარს, ქუთაისში დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

წყარო: police.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის
დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-
23:37 / 15.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
12:29 / 15.02.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
თბილისში, მზიურის პარკში კაფე “მზიური” გაქურდეს.
ნეტგაზეთსს შსს-ში უთხრეს
12:32 / 13.02.2019
თბილისში, მზიურის პარკში კაფე “მზიური” გაქურდეს. ნეტგაზეთსს შსს-ში უთხრეს
სამართალდამცავებმა თბილისში
მომხდარი ქურდობის 4 ფაქტი გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, არასრულწლოვანია
დაკავებული
15:14 / 09.02.2019
სამართალდამცავებმა თბილისში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტი გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, არასრულწლოვანია დაკავებული
2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ
ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა. ამის
შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს
12:03 / 06.02.2019
2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა,
21:10 / 02.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 19
წლის ბიჭი თანასოფლელმა მოკლა.
23:30 / 01.02.2019
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 19 წლის ბიჭი თანასოფლელმა მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ
კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
11:17 / 01.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ვიდეო სიახლეები