რითი განსხვავდება ვაქცინები ერთმანეთისგან და მათი მუშაობის მექანიზმები - აქტუალური თემა
12:46 / 11.05.2021
ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს კოვიდ 19 საწინაღმდეგო ვაქცინაციის
შესახებ.
გადაცემები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის,
ევროკავშირისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მზადდება.
პირველ გადაცემაში ვისაუბრეთ ვაქცინების გვერდით მოვლენებსა და
ალერგიულ რეაქციებზე. დღევანდელი გადაცემის თემა არის
„რითი განსხვავდება ვაქცინები ერთმანეთისგან და მათი მუშაობის
მექანიზმები“.
საქართველოში არის 3 სახეობის ვაქცინა (ასტრაზენეკა, ფაიზერო,
სინოფარმი). ვაქცინაციის პროცესი არ გამოირჩევა მაღალი აქტიურობით.
ბევრი მითი და მითქმა-მოთქმაა ვაქცინების შესახებ. გადაცემის
სტუმართან კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორთან, ალერგოლოგ იმუნოლოგ გიორგი
კამკამიძესთან ვსაუბრობთ თუ როგორ დამზადდა თითოეული ვაქცინა და
რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინები.