გადაცემები
მონაცემები არ მოიძებნა
სიახლე
აზერ სულეიმანოვი ბრალდებას უარყოფს
"ენმ"-ს დეპუტატი აზერ სულეიმანოვი უარყოფს ბრალდებას, რომ მოქალაქის ცემაშია ბრალდებული.

სულეიმანოვის თქმით, ის მართლაც შეხვდა პირს, რომელზეც არაადამიანურ მოპყრობაში მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს ადანაშაულებენ, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. აზერ სულეიმანოვი პრპკურატურაში დაიბარეს. 

როგორც მან "ნეტგაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია

“არ ვიცი რაზეა საუბარი. დამირეკეს პროკურატურიდან და დაკითხვაზე დამიბარეს. ახლა შევდივარ პროკურატურაში. ეს არის შანტაჟი, ვიღაცის მიერ ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული პროვოკაცია. იყო ეს ბიჭი, მოვიდა, საღამოს შეგვხვდა. მე ვკითხე რატომ გააკეთა ეს განცხადება პირდაპირ ეთერში, შენ ხომ ოცნების აქტივისტი ხარ, ამდენი წელია ოცნებაში ხარ, ჩვენი პარტიის წინაღმდეგ მუშაობ და რატომ გააკეთე ნაციონალური მოძრაობის სახელით ასეთი განცხადება, რატომ მიაყენე საზოგადოებას შეურაცხყოფა.  მან მითხრა, ბატონო აზერ, მე ვიცი ჩემი საქმის. მე ვკითხე რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. ამ დროს მოვიდა ოცნების დეპუტატი საკრებულოდან და შეიხიც იყო” – თქვა სულეიმანოვმა

აზერ სულეიმანოვის თქმით, ამის შემდეგ, ეს პირი წავიდა და დეპუტატის განცხადებით, მან არ იცის ამის შემდეგ რა მოხდა:

“ამის შემდეგ ეს ბიჭი წავიდა… სად წავიდა და რა მოხდა ამის შემდეგ, არ ვიცი. აბაზოვი არ ყოფილა ამ შეხვედრაზე. ეს ბიჭი წავიდა და ამის შემდეგ ვნახე ფეისბუკში ვიდეომასალა. ჩემთვის ძალადობა მიუღებელია, ეს მალე იქნება ცნობილი ვინ გააკეთა. მე რა შუაში ვარ, ჩემი სახელი რატომ ფიგურირებს ამ საქმეში. მე მარტო არ ვიყავი, ბევრი ადამიანი იყო ჩემთან ერთად, რა ცემაზეა საუბარი. იქ არავის უცემია. საღამოს, რა მოხდა, ვისთან და როგორ მოხდა არ ვიცი.  ეს ბიჭი თითონ მოვიდა ჩვენთან, მე ამ შეხვედრის ინიციატორი არ ვყოფილვარ. არც ცემა, არც არაფერი. ღამის საათები იყო რომ წავიდა, არ ვიცი ამის შემდეგ რა მოხდა” – უთხრა “ნეტგაზეთს” ენმ-ის დეპუტატმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძება სისხლის
სამართლის კოდექსის 18/323-ე
15:13 / 14.08.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 18/323-ე

საქსტატის ცნობით, 2018 წლის II
კვარტალში საქართველოში უცხო ქვეყნის 2 მილიონი მოქალაქე
შემოვიდა.
15:07 / 14.08.2018
საქსტატის ცნობით, 2018 წლის II კვარტალში საქართველოში უცხო ქვეყნის 2 მილიონი მოქალაქე შემოვიდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
წერეთელში ფაროსანა დაფიქსირდა. როგორ ჩვენთან საუბარში გარემოს
დაცვის და სოფლის მეურნეობის
17:28 / 10.08.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ფაროსანა დაფიქსირდა. როგორ ჩვენთან საუბარში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის

პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები