რამაზანის დღესასწაული კულტურის ცენტრის წინ აღინიშნება
დღეს, 15 ივნისს, მუსლიმური სამყარო რამაზანის დღესასწაულს აღნიშნავს, რასთან დაკვშირებითაც რიგი ღონისძიებები იმართება. საქართველოში მცხოვრები მუსლიმებისთვისაც დღევადელი დღე განსაკუთრებულია.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო დღეს მარნეულის კულტურის ცენტრის წინ მდებარე პარკში, სადაც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი დგას გეგმავს რამაზანის დღეასასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვას.

ორგანიზაციამ მარნეულის მერიას ოფიციალურ წერილით მიმართა, რათა დამსწრეების უსაფრთხოება სამართალდამცავებს დაეცვათ, თუმცა წერილზე მერიიდან უარი იმის გამო მიიღეს, რომ მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის სკვერი არ არსებობს.

როგორც დღეს ჩვენთან საუბარში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე მირთაღი ასადოვი ამბობს, ისინი წლების მანძლზე ღია ცის ქვეშ მართავენ რამაზანის დღესასწაულს და დღესაც გეგმავენ.



მირთაღი ასადოვმა ისიც თქვა, რომ დღეს მარნეულის მერიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ღონისძიების გამართვა შეუძლიათ



თუ რატომ მიიღეს უარი სამართალდამცავებთან დაკავშირეით ამის გარკევევას ჩვენ მერიაში შევეცადეთ და მერის პირველ მოადგილეს ზაურ ტაბატაძეს დავუკავშირდით, რომელიც ამბობს, რომ წერილი მათთან არასწორი ფორმით მივიდა, გამომდინარე იქედან რომ მოთხოვდნენ ნარიმან ნარიმანოვის სკვერში ღონისძიების უსაფრთხოებისთვის სამართალდამცველების ადგილზე ყოფნას, თუმცა ეს ლოკაცია მარნეულში არ არსებობს და ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურას არარსებულ ადგილზე ვერ დაუძახებდნენ.



შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 ივნისს, 19:00 საათზე მარნეულის კულტურის ცენტრის წინ რამაზაის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

Print