გადაცემები
"ჩემი წასაკითხი წიგნები" - ჯონ აბდაიკის "ბაჭია გაიქეცის" პირველი ნაწილი
ამერიკელი მწერალი ჯონ აპდაიკი დაბადებული 1932 წელს, ერთერთი ყველაზე წარმატებული მწერალია და სრულიად ახალი სიტყვაა ამერიკულ ლიტერატურაში. ერთ-ერთი მისი მკითხველისათვის დამამახსოვრებელი ნაწარმოებების სერიაა, ბაჭიაზე, ერთი ადამიანის ცხოვრებაზე დაწერილი 5 რომანი, „ბაჭია გაიქეცი “, „ბაჭია დაბრუნდა“, „ბაჭია გამდიდრდა“ „ბაჭია ისვენებს“ და „მოგონებები ბაჭიაზე“.

გადაცემა ეძღვნება, ამ მწერლის ბიოგრაფიასა და ამ რომანების სერიის, მთავარ პერსონაჟს, ჰარი ენგსტრომს, მეტსახელად, ბაჭიას და განხილულია მისი სახე რომელიც ძალზე სანახაობრივი ადამიანია, მას ანალოგი არც კი მოეძებნება იმდენად განსხვავებულია ხასიათი მისი. ჯონ აპდაიკმა სამწერლო კარიერის დასაწყისიდან, 2009 წლამდე, გარდაცვალებამდე, არა ერთი ნაწარმოები დაწერა, თუმცა სწორედ ბაჭიამ მოუტანა საყოველთაო აღიარება, მას ამ რომანების სერიიდან ორი ნაწარმოებისათვის მიღებული აქვს პულიცერის პრემია. ჯონ აპდაიკი მიიჩნევა ძალიან თამამ მწერლად, რომელიც არასოდეს ერიდებოდა ეროტიული, თემების აღწერას. 

რომანი „ბაჭია გაიქეცი“, ამბავია 26 წლის ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც ცხოვრებაზე გული აქვს აცრუებული, მოსაწყენი სამსახური, მეორე შვილზე ორსული ცოლი, რომელიც სვამს.

ბაჭია კი იმ დროზე ოცნებობს მუდამ, როდესაც სკოლაში ხარისხიან კალათბურთს თამაშობდა, დაოჯახებამდე ახალგაზრდა კაცი, ცოლისაგან გარბის და სხვა ქალთან აბამს რომანს, რაც მისთვის ტრაგეედიით მცირეწლოვანი შვილის, ახალშობილი გოგონას გარდაცვალებით სრულდება, რომელიც გალოთებულ ცოლს ბანაობის დროს ეხრჩობა აბაზანაში.

გადაცემაში მოთხრობილია 5 რომანის, პირველი ნაწილი და განხილულია ახლაგაზრდა კაცის ტრაგედია და ამ მოვლენის მერე მისი საზარელი ხასიათის ჩამოყალიბება.





მწერალი თამარ შენგელაია წიგნების სამყაროში გეპატიჟებათ.
საავტორო გადაცემა „ჩემი წასაკითხი წიგნები“ გთავაზობთ გაგაცნოთ მოკვდავთა უკვდავება, მწერალთა ნაწარმოებები, მაღალი იდეალების სამყარო, მარადიული თემებითა და დაუვიწყარი გმირებით.
„ჩემი წასაკითხი წიგნები“ თამარ შენგელაიას საავტორო გადაცემა სათემო რადიო „მარნეულის“ ეთერში. ყოველ სამშაბათს ოთხ საათზე
(16:00 საათზე )

გადაცემა მოხალისეობრივ საწყისებზე იქმნება, რისთვისაც რადიო „მარნეული“ ავტორებს დიდ მადლობას უხდის!
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ოცი წელი წერაქვში
„ოცი წელი წერაქვში“ ეს გახლავთ მწერლის მოგონებები, როდეცა იქი
გაერიდა თბილისს და გადასახლდა სოფელ წერაქვში, მისი ოცწლიანი
მოღვაწეობა, საზღვრისპირეთში
00:00 / 08.05.2018
ოცი წელი წერაქვში
„ოცი წელი წერაქვში“ ეს გახლავთ მწერლის მოგონებები, როდეცა იქი გაერიდა თბილისს და გადასახლდა სოფელ წერაქვში, მისი ოცწლიანი მოღვაწეობა, საზღვრისპირეთში
ნოდარ წულეისკირის შემოქმედება
აფთრები „რომანი“
რომანი აფთრები ერთ-ერთი ყველაზე თავგადასავლიანია, მწერალ ნოდარ
წულეისკირის რომანებს შორის, ამ რომანის მიხევდით გადაღებულ იქნა
ფილმი „მონანიება“.
00:00 / 01.05.2018
ნოდარ წულეისკირის შემოქმედება
აფთრები „რომანი“
რომანი აფთრები ერთ-ერთი ყველაზე თავგადასავლიანია, მწერალ ნოდარ წულეისკირის რომანებს შორის, ამ რომანის მიხევდით გადაღებულ იქნა ფილმი „მონანიება“.