საბირის ქუჩაზე მოსახლეობა გზისა და წყლის მილების პრობლემების გამო უკმაყოფილოა
მარნეულიში მირზა ალაქბერ საბირის ქუჩაზე მოსახლეობა გზისა და წყლის მილების პრობლემების გამო უკმაყოფილოა. როგორც ისინი აცხადებენ, 1970 წელს გაყანილი წყლის მილები წნევას ვერ უძლებენ და ხშირადა ფუჭდება. რეკონსტრუქციული სამუშაოების დროს კი გზის საფარი იყრება. მათივე თქმით, წვიმის და ტალახის დროს გზაზე სიარული ფაქტობრივად შეუძლებელია

ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს ისინი ამბობენ, რომ ცუდი გზის გამო მანქანა ხშირად უფუჭდებათ

მოსახლეობის პრობლემებით რადიო „მარნეული“ შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდა, როგორც საქართველოს გაერთიანებლი წყალმომარაგების მარნეულის სერვისცენტრის მენეჯერი ჩვენთან საუბარში ამბობს, წყლის მილების შეცლა ზოგადად მარნეულში ჯერ არსად მომხდარა, ამიტომ სამომავლოდ იგეგმება.

ამავე სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განმარტავენ, რომ პროქტში ცვლილებები მიმდინარეობს, თავდაპირველად მხოლოდ მარნეულში იყო დაგეგმილი მილების შეცვლა და გაყვანა, თუმცა მარნეულის მეერიის თხოვნით მათ პროექტში ცვლილებები შეიტანეს და მარნეულის რამდენიმე სოფელაც უზრუნველყოფენ წლის მილების გაყვანით. პროექტის განსახორციელებლად ტენდერი კი სავარაუდოდ წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება.
რაც შეეხება გზის რეაბილიტაცია მარნეულის მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას მსგავსი პრობლემით არ მიუმართავთ და ამ წლის ბიუჯეტში საბირის ქუჩის გზის რეაბილიტაცია გათვალისწინებული არ აქვთ.

რადიო „მარნეული“
Print