სადახლოს მაგისტრალის გარემოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებას ვადის ამოწურვისთანავე აპირებენ

სადახლოს მაგისტრალზე გარემოვაჭრეები გაფრთხილებიდან 20 დღის შემდეგ იმ პროდუქციის გაყიდვას ცდილობენ, რომლებიც როგორც თავად ამბობენ კრედიტებით აქვთ აღებული. უკმაყოფილების მიუხედავად, იძულებულები არიან ადგილები დატოვონ, რადგან მათთვის მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომ თანამედროვე სტანდარტებით მოაწყონ ჯიხურები, ამის საშუალება არ აქვთ.



გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია, როგორც ჩანს მარნეულის ბაზარში მყოფ მოვაჭრეებსაც შეატყობინეს. გარემოვაჭრეების პრობლემა მარნეულში ყოველთვის ანტისანიტარული მდგომარეობისა და გზის გადატვირთული მოძრაობის კუთხით განიხილებოდა. მართალია, მოვაჭრეები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლის წინააღმდეგები არ იყვნენ, თუმცა კერძო ტერიტორიაზე გადასვლის პრობლემას გადასახადის სიძვირით ხსნიდნენ. ახლა მათ ვალდებულების შესაბამისად არჩევანის გაკეთება უწევთ- დატოვონ ტერიტორია ან შეეგუონ მათივე თქმით. ძვირ გადასახადებს



გარევაჭრობის შესახებ ინფორმაცია თემურ აბაზოვის ოფიციალურ ვებგვერდზე 9 მარტს ვიდეოს მეშვეობით გავრცელადა. მერმა უკანონო გარევაჭრობის აკრძალვა მნიშვნელოვნად ჩათვალა და თქვა, რომ ყოველივე ეს ერთმხრივ საფრთხის შემცველია, ხოლო მეორე მხრივ მარნეულის იერსახეს ამახინჯებს. ამავე თემის განხილვა კიმარნეულის მერიაში ხმაურის ფონზე დასრულდა. შეხვედრაზე უკმაყოფილო გარემოვაჭრეები და ევროპული საქართველოს წევრი ახმედ იმამკულიევიც იყო . აბაზოვი გარემოვაჭრეებისთვის მიცემულ ერთთვიან ვადას საკმარისად მიიჩნევდა, ხოლო იმამკულიევი საპირისპიროს ამტკიცებდა და მოვაჭრეებისთვის მეტი დროის მიცემას ითხოვდა, თუმცა აბაზოვს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.


Print