"ზოგი აღფრთოვანებითაც მიყურებს - გოგო ოპერატორი რა მაგარიაო"
ლელა ხარშილაძე, ოპერატორი, მარნეული

ბავშვობიდან მეამბოხე ვიყავი. გოგონების სკოლის ფორმა მხოლოდ კაბით იყო. მიშლიდნენ და მე მაინც შარვლით დავდიოდი. თერთმეტი წელი ვთამაშობდი ფეხბურთს და ერთადერთი გოგო ვიყავი ჩვიდმეტ ბიჭში. მეზობლის ქალები მოდიოდნენ დედაჩემთან და მამაჩემთან და ეუბნებოდნენ, - გოგოს რა უნდა ფეხბურთზე?! გამოიყვანეთ და მუსიკაზე მიიყვანეთო. ზოგჯერ მამაჩემიც მათი გავლენის ქვეშ ექცეოდა, ფეხბურთზე წასვლას მიშლიდა, მაგრამ მაინც ვიპარებოდი.

1998 წელს, როდესაც გავიგე, რომ მარნეულში ტელევიზია იხსნებოდა, ჩემს მეგობრებს გავყევი გასაუბრებაზე. მაშინ 18 წლის ვიყავი. სულ არ მიფიქრია ტელევიზიაში მუშაობაზე. ტელევიზიაში ჩვენი ფეხბურთის გუნდის სპონსორი დამხვდა. მიცნო, გაეხარდა და პირდაპირ მითხრა, - „შენ უნდა იყო ოპერატორი. როგორც ფეხბურთზე იყავი შემტევი, აქაც ასეთი იქნები“. კამერის ჩართვა-გამორთვა მასწავლეს. დანარჩენი პრაქტიკაში, ჩემით ვისწავლე.

თავიდან მხოლოდ ოპერატორი ვიყავი, რამდენიმე წლის წინ საინფორმაციოს უფროსიც გავხდი. ახლა ორივე საქმეს ვითავსებ. როცა ჟურნალისტი არ მყავს ან დაკავებულია, ვიღებ მიკროფონს, მივდივარ გადაღებაზე, სინქრონებსაც ვწერ და სიუჟეტიც მზადდება.
ადრე დიდი კამერები იყო, დიდი კასეტით. იმდენად უკვირდათ ჩემი ოპერატორობა, იმდენად წარმოუდგენელი პროფესია იყო ქალისთვის (თან თმაც მოკლედ მქონდა), სულ კითხულობდნენ, ნეტავ, გოგოა თუ ბიჭიო. ახლა ნელ-ნელა შეეჩვივნენ. ზოგი აღფრთოვანებითაც მიყურებს - გოგო ოპერატორი რა მაგარიაო!

ოქტომბერში 20 წელი გახდება, რაც ოპერატორად ვმუშაობ. პროფესიის შეცვლაზე არც მიფიქრია. მიყვარს ჩემი საქმე.
კაცი ოპერატორების მხრიდან ადეკვატურ დამოკიდებულებას ვგრძნობ. გოგოს წინ გაშვება ოპერატორებში არ არსებობს. იქ ყველა თანაბარია - თანაბრად ვიბრძვით კადრისთვის. არანაირი პრივილეგია არ მაქვს და ეს მომწონს!

წყარო: Network of Centers for Civic Engagement

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები